ძველი ეგვიპტელი მიწათმოქმედები მდინარე ნილოსის ნაპირებზე ცხოვრობდნენ.ისინი მდინარის წყალს საკვები მცენარეულის მოსარწყავად იყენებდნენ.ეგვიპტელებს ძლევამოსილი მეფე მართავდა, რომელსაც ფარაონი ერქვა.ზოგიერთ ფარაონს უდაბნოში აგებულ ქვის უზარმაზარ პირამინდებში მარხავდნენ. ფარაონის სხეული პირამიდის შუაგულში მდებარე საიდუმლო ოთახში ესვენა. ეგვიპტეში დაახლოებით 80 პირამიდაა შემორჩენილი. თითოეული მათგანის აგებას კი 20 წელიწადი მაინც დასჭირდა.ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ადამიანი სიკვდილის მერეც აგრძელებდა სიცოცხლეს , ამისათვის მთავრი იყო სხეული გახრწნისგან დაეცვათ. მიცვალებულის სხეულის დამუშავებას და მუმიფიცირებას 70 დღე სჭირდებოდა.სხეულს ჯერ კარგად გამოაშრობდნენ,შემდეგ კი სურნელოვანი ზეთითა დაგუმფისით გაჟღენთილ ტილოში ახვევდნენ.ოთხ სხვადასხვანაირ ქილაში კი გარდაცვლილის შიგნეულობას ინახავდნენ.მუმია კი ხის ეგვიპტური იეროგლიფებით მოხატულ კუბოში ესვენა.ეგვიპტური დამწერლობა მრავალი პატარა ნახატისაგან , ანუ სიმბოლოსაგან შედგებოდა, რომლებსაც იეროგლიფები ერქვა. იეროგლიფების რიცხვი 700-ს აღემატებოდა.
ძველი ეგვიპტე
Tuesday, August 13, 2013
Subscribe to:
Posts (Atom)